50–იან
წლებში,თბილისში იქმნება მხოლოდ ერთადერთი ქართული პროფესიული
თეატრი,რადგან ჯერ არც ქართველი მეცენატები არიან და არც ეროვნული
ბურჟუაზიაა განვითარებული.ქართველი თავადაზნაურობის ნაწილი,რომელიც 1832
წლის შეთქმულების მარცხის შემდეგ გადასახლებიდან დაბრუნდა და ისინი,ვინც
რეპრესიებს გადაურჩა,თავიანთი სამწერლო და საზოგადოებრივი მოღვაწეობით
ამწიფებენ თეატრის შექმნის აუცილებლობის იდეას.მართალია,პრაქტიკულად
„გიორგი ერისთავის თეატრი დაბადა ვიწრო კლასმა და მისი სამოქმედო სფეროც
შეზღუდული იყო,მაგრამ პროფესიული თეატრი,როგორც ეროვნული კულტურის შექმნის
აუცილებლობის იდეა ფართო პლანში იაზრებოდა. ქართული საზოგადოებრივი
აზროვნების,ქართველი ინტელიგენციის ისტორია პირდაპირ უკავშირდება
გ.ერისთავის, პ.იოსელიანის, ს.დოდაშვილის, ი. კერესელიძის,
მიხ.თუმანიშვილის, დ. ყიფიანის სახელებს.მეტ–ნაკლებად ყველანი
დაკავშირებულნი იყვნენ თეატრთან. გიორგი ერისთავის თეატრის მოღვაწეობა იყო
რევოლუციური ცვლილება ქართული თეატრის ისტორიაში.თეატრმა აამოძრავა
საზოგადოებრივი აზროვნება,იგი შეიჭრა ფართო ფენებში და გამოიწვია ცხოველი
ინტერესი ოჯახებში,სხვადასხვა შეკრებებზე იმეორებდნენ პიესებიდან
რეპლიკებს,ცალკეულ ფრაზებს. გ ერისთავის თეატრის ისტორიული დამსახურებაა
ისიც,რომ ბატონყმობის პირობებში ერთ თეატრს აფუძნებდნენ თავადაზნაურობის
წარმომადგენლებიცა და უბრალო ადამიანებიც.გიორგი ერისთავი როგორც თეატრის
ხელმძღვანელი მსახიობებს აქეზებდა პიესის დასაწერად, გზას უხსნიდა
სცენისაკენ. მისმა დრამატურგიამ და თეატრმა დიდი ხნით განსაზღვრეს ქართული
დრამატურგიისა და თეატრის განვითარების გზა.ერისთავი დიდ მნიშვენოლას
ანიჭებდა მსახიობთა ზნეობრივ აღზრდას.მიაჩნდა,რომ ისინი მაგალითის მიმცემნი
უნდა ყოფილიყვნენ,ამიტომ მკაცრად იცავდა თეატრის ეთიკურ ნორმებს.
გ.ერისთავის დასი ფაქტიურად დრამატურგ მსახიობთა დასად იქცა.საკმარისია
ითქვას რომ ამ თეატრის სცენაზე დაიდგა დასის წევრთა 25 პიესა.ეს მართლას
გიორგი ერისთავის თეატრია,ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით.მან არამარტო
დასის ფორმირება მოახდინა და არამარტო თავისი პიესები დაუდო თეატრს
საფუძვლად,არამედ დრამატურგიული სკოლა შექმნა,მთელი თეატრი მის მხატვრულ
აზროვნებას დაუქვემდებარა.
გიორგი ერისთავის თეატრი
1850 წლის 2(14) იანვარი ქართული თეატრის ისტორიული
დღეა.განახლდა პროფესიული თეატრალური ცხოვრება. გიორგი ერისთავი იყო
პირველი სპექტაკლის („გაყრა“) ავტორიც,დრამატურგიც,მსახიობიც და
რეჟისორიც.მან დააფუძნა თეატრი და განსაზღვრა მხატვრული მიმართულება.
ამიტომ ეწოდება მას გიორგი ერისთავის თეატრი.ამრიგად,საქართველოში
მოგვიანებით,მაგრამ მაინც შეიქმნა საავტორო თეატრი.დასავლეთ ევროპაში იყო
შექსპირის,მოლიერის,ლოპე დე ვენას თეატრები.დრამატურგები განსაზღვრავდნენ
თეატრების მიმართულებას,მის ესთეტიკურ მრწამსს,თავად იყვნენ თეატრების
რეჟისორებიც და მსახიობებიც.სათეატრო პროცესები,რომლებიც მე–19 საუკუნის
მეორე ნახევარში მიმდინარეობდა,თანდათან გლობალურ ხასიათს
იძენდა.საქართველოც მოექცა მის ორბიტაში.ქართულ თეატრს ნახევარ საუკუნეში
მოუწია ჩქარი ტემპით გავლა იმპროცესებისა,რომელიც ევროპის თეატრებმა
გაიარეს,მაგრამ გაიარეს თანმიმდევრულად,სრულყოფილად,სადაც ხდებოდა გარკვეულ
სტილთა და მიმდინარეობათა ფორმირება.საავტორო ანუ მწერალთა თეატრების
შექმნის ეტაპს ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის თეატრები გაივლიან,ეს
ისტორიული პროცესია.
Subscribe to:
Comments (Atom)
No comments:
Post a Comment